საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულების მსხვერპლი გახდა, გამოძიებიდან ელოდება კონკრეტულ შედეგებს - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჰააგის სასამართლოს პროკუროსთან საუბრისას.
თეა წულუკიანსა და ფატუ ბენსუდას შორის შეხვედრა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში შედგა.
ბენსუდას განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგები დადგეს. ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ბოლოს ეწურება.
იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა კონკრეტულ შედეგებს ელოდება. „ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არ არის გამორიცხული, აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგები დადგეს. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულების მსხვერპლი გახდა, გამოძიებიდან ელოდება კონკრეტულ შედეგებს, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.