საზოგადოება
09.12.2021 14:26
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდება

გორში, რუსთაველის ქუჩაზე, გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. დაგეგმილი სამუშაოების არგლებში, 665 მეტრი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ამ ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე ასფალტბეტონის მეორე ფენას აგებენ, ამასთანავე, პროექტის  მიხედვით ასფალტბეტონის საფარით მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და ტროტუარები.

„ინტენსიური ცვეთისა და ნალექების წყლის დინების შედეგად, გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები დაზიანებული იყო და ვერ უზრუნველყოფდა როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით მოსიარულეთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას. პროექის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილის გარდა, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემაც. ქუჩის მარჯვენა მხარეს უკვე განხორციელდა რკინაბეტონის დაზიანებული კიუვეტების დემონტაჟი და ახლის მოწყობა“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარეობს საჯარო სკოლა და გზის როგორც საავტომობილო, ასევე სავალი ნაწილიც საკმაოდ დატვირთულია.

როგორც ცნობილია, პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.

კვირის ამბები