სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის პოზიციაზევაკანსიებს აცხადებს. შესაბამისი განცხადება უკვე განთავსებულია პორტალზე teacherjobs.ge.
განცხადების პირობების თანახმად, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანტური პოზიცია კვირაში 16-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას V-XII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. რაც შეეხება ანაზღაურებას, თვეში 475-500 ლარია მითითებული.
რაც შეეხება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის ვაკანსიას, მსურველებს, კვირაში 7-საათიანი დატვირთვა ექნებათ, ანაზღაურება კი 215-250 ლარია.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს განაცხადების წარდგენის ვადა 17 დეკემბერს ეწურებათ. რაც შეეხება სამუშაოს დაწყების თარიღს, შერჩეული კანდიდატები მოვალეობის შესრულებას 2022 წლის 3 იანვრიდან შეუდგებიან.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.