პოლიციამ გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანის ადგილსამყოფელს ბათუმში მიაკვლია. როგორც GMnews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 12 წლის მოზარდი თავს უვნებლად გრძნობს.
არასრულწლოვნის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება.
შეგახსენებთ, გოგონა, რომელიც გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა, შინიდან დღეს დილით გამოვიდა, თუმცა სკოლაში არ მისულა. ოჯახის წევრებმა ბავშვის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, როდესაც გაკვეთილების დასრულების შემდეგ შინ არ დაბრუნდა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს