სამართალი
08.12.2021 19:22
ავტობანის გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. გორიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ერთი პირი კასპის საავადმყოფოში გადაიყვანა, ორ მგზავრს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.
წინასწარი ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რაც, სავარაუდოდ, შემთხვევის მიზეზი გახდა.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
კვირის ამბები