გორში 12 წლის მოზარდს ეძებენ. „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, გოგონა, რომელიც გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა, შინიდან დღეს დილით გამოვიდა, თუმცა სკოლაში არ მისულა. ოჯახის წევრებმა ბავშვის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, როდესაც გაკვეთილების დასრულების შემდეგ შინ არ დაბრუნდა.
არსებული ინფორმციით, ამ წუთებში, გოგონას ადგილსამყოფელის დადგენას მოზარდის ნათესავები და სამართალდამცავები ერთობლივად ცდილობენ.