რეგიონი
08.12.2021 14:39
შიდა ქართლის იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს

რეგიონის მასშტაბით, მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, სიმონ გულედანი კასპში, „მედალფას“ კლინიკაში იმყოფებოდა და აცრის პროცესს ადგილზე გაეცნო.

როგორც გულედანმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში აცრის მსურველთა რიცხვი გაიზარდა და ყოველდღურად 100-მდე პირი იცრება. 

„შიდა ქართლში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, ამჟამად ვიმყოფებით ქალაქ კასპში, „მედალფას“ სამედიცინო ცენტრში, სადაც მიმდინარეობს მოსახლეობის აცრის პროცესი. ბოლო პერიოდში მოსახლეობის მობილობა გაიზარდა, თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლობას, რომ ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში, რადგან პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა არის სწორედ ვაქცინაცია“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.

შეგახსენებთ, რომ აცრის მსურველებს სამი სხვადასხვა ვაქცინით შეუძლიათ აცრა - „სინოვაკით“, „სინოფარმითა“ და „ფაიზერით“. ამასთან, რეგიონის მასშტაბით ვაქცინაცია 9 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

კვირის ამბები