საზოგადოება
08.12.2021 12:57
რა სიმპტომები ახასიათებს „ომიკრონს“ და როგორია ჯანდაცვის წარმომადგენლების რეკომენდაციები

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ის სიმპტომები დაასახელა, რაც „ომიკრონს“ ასახიათებს და მოსახლეობას არსებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„ამ ვარიანტს ახასიათებს უფრო მეტად გაციების მსგავსი მიმდინარეობა, არ ახასიათებს ხველა, არ ახასიათებს ხანგრძლივი მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. უფრო მეტად მისი მიმდინარეობა არის გაციების მსგავსი, ერთ-ორი დღის განმავლობაში გამოხატული სიმტომატიკით, თავის ტკივილით, დაღლილობით“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, „ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზიაციას ორი რეკომენდაცია აქვს - ვაქცინაციის გაზრდა და ე.წ. ბუსტერ დოზის აქტიური გამოყენება.

„ე.წ.ბუტერ დოზის გაკეთება არის ერთ-ერთი გზა, ვინაიდან „ბუსტერის“ მიერ მიღებული იმუნური პასუხი არის გაცილებით უფრო ძლიერი, მყარი და ხანგრძლივი, ვიდრე ვაქცინის პირველი ორი დოზის გაკეთების შემდგომ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის შეფასებით, ნიღბის ტარების წესი საქართველოში სრულიად არის უგულებელყოფილი და ეს ეპიდვითარებას კიდევ უფრო ართულებს. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ნიღბის ტარების მაჩენებელი 22%-ზეა ჩამოსული მაშინ, როცა 70-80%-ია საჭირო.

კვირის ამბები