საზოგადოება
08.12.2021 12:04
მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტში გარე მოხმარების სპორტული მოწყობილობები 28 ლოკაციაზე განთავსდა
გორის მუნიციპალიტეტში, 2021 წელს გარე მოხმარების სპორტული მოწყობილობები 28 ლოკაციაზე დამონტაჟდა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, სამუშაოების ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტის, ნაწილი კი, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
„გარე მოხმარების სპორტული მოწყობილობების დასამონტაჟებლად 11 ლოკაცია გორში, 17 კი მუნიციპალიტეტის სოფლებში შეირჩა.
ყველა მათგანის პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრვმა მოსახლეობამ მიიღო. უნდა აღინიშნოს რომ ზემოხსენებული მოწყობილობებით აქტიურად სარგებლობლობენ განსაკუთრებით ახალგაზრდები და მოზარდები. გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრიორიტეტიც სწორედ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა,“ - აცხადებენ მერიაში.
კვირის ამბები