საზოგადოება
08.12.2021 11:05
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 091 და გარდაიცვალა 53 პაციენტი

ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 4 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ს ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 875 806-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 091 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 817 963-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 519 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%, ბოლო 14 დღის - 8.31% ხოლო 7 დღის - 7.96%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 790 შემთხვევა, აჭარა - 205, იმერეთი - 635, ქვემო ქართლი - 250, შიდა ქართლი - 366, გურია - 117, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 316, კახეთი - 169, მცხეთა-მთიანეთი - 92, სამცხე-ჯავახეთი - 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 51.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 298 საიდანაც 6 371 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 600 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პაციენტი.

კვირის ამბები