საზოგადოება
07.12.2021 14:41
საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შემცირდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში „ფაიზერის“ ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა. უწყების ცნობით, „ბუსტერ“ დოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.

„ბუსტერდოზად“ შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.

Covid 19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით - „სინოვაკი“, „სინოფარმი“, აცრილი პირებისათვის ბუსტერდოზა გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.

რაც შეეხება 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19 საწინააღმდეგო PfaizerBioNTech ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირებას, იგი რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით.

კვირის ამბები