საზოგადოება
07.12.2021 13:41
ტინისხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ოფროუდ სპრინტის გორის ეტაპი გაიმართა

გორში, ოფროუდ სპრინტი უკვე მეორედ მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მრბოლელები. რაც შეეხება ლოკაციას, სადაც ღონისძიება გაიმართა, სოფელ ტინისხიდის მიმდებარე ტერიტორია გახლდათ.

სპორტის ექსტრემალური სახეობაში გამარჯვებისთვის 30-მდე მონაწილე იბრძოდა. მათ შორის იყო ხუთი უცხოური ეკიპაჟი.

ორგანიზატორების განცხადებით, ოფროუდ სპრინტში საქართველოში დღემდე ჩატარებული არცერთი საერთაშორისო შეჯიბრება არ ყოფილა ასეთი წარმომადგენლობითი.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოსა და შიდა ქართლის ოფროუდის ფედერაციებისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების მიზანს კი, საავტომობილო ექსტრემალური სპორტის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები, სიგელები, მედლები და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

კვირის ამბები