საზოგადოება
07.12.2021 13:19
1995 და 1999 წლების გამოშვების ეროვნული ვალუტის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო გამოყენების ვადა იწურება

1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, მოქალაქეებს  საქართველოს ეროვნული ბანკი აწვდის.  სებ-ის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, 1995-1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72) იქნება შესაძლებელი.

„ზემოაღნიშნულის შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, 1995-99 წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით (თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს) ანგარიშსწორება შეუფერხებლად განახორციელოს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

 

 

 

კვირის ამბები