საზოგადოება
07.12.2021 11:58
სოფელ ვარიანის საჯარო სკოლაში ორი მასწავლებლის ვაკანსიაა

სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლა ორი სპეციალობის პედაგოგის ვაკანსიას აცხადებს.
საგანმანათლებლო დაწესებულება II, III, IV, V, VI კლასებში სამუშაოდ იწვევს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგს. შესაბამისი განცხადების მიხედვით, რომელიც სკოლის ადმინისტრაციამ უკვე განათავსა, დაინტერესებულ პირებს კვირაში 7 საათიანი სამუშაო დატვირთვა მოუწევთ, რისთვისაც საგანმანათლებლო დაწესებულებას 200-470 ლარიანი ანაზღაურება აქვს გათვალისწინებული.
რაც შეეხება მეორე ვაკანსიას, ვარიანის საჯარო სკოლა IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასებშიფიზიკური აღზრდა და სპორტის მასწავლებელს ეძებს. კვირაში 18 საათიანი სამუშაო დატვირთვა და სავარაუდო ხელფასი 520-1100 ლარი გახლავთ.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონულად, ვებ გვერდის: pedagogi. ge (teacherjobs.ge)-ის მეშვეობით. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2022 წლის 17 იანვარია მითითებული.

 

 

 

კვირის ამბები