ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ვირუსით ინფიცირების 4 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 871 580-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 042 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 813 872-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 12 466 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევიდან,
თბილისში გამოვლენილია 1 871 შემთხვევა, აჭარა - 194, იმერეთი - 804, ქვემო ქართლი - 269, შიდა ქართლი - 343, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 366, კახეთი - 258, მცხეთა-მთიანეთი - 148, სამცხე-ჯავახეთი - 113, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 43.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 45 216, საიდანაც 6 545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 681 პირი.