ქვეყანაში, ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 4 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 871 580-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 042 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 813 872-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 466 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის - 8.52% ხოლო 7 დღის - 8.13%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 871 შემთხვევა, აჭარა - 194, იმერეთი - 804, ქვემო ქართლი - 269, შიდა ქართლი - 343, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 366, კახეთი - 258, მცხეთა-მთიანეთი - 148, სამცხე-ჯავახეთი - 113, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 43.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 216 საიდანაც 6 545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმეა 1 681 პაციენტის მდგომარეობა მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 368 პირი.