კულტურა
06.12.2021 17:46
კონკურსი 7 წლამდე ბავშვებისთვის - გორის მერიამ პატარებისთვის ხატვის კონკურსი გამოაცხადა

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეგისტრირებულ 7 წლამდე პატარებს, გორის მუნიციპალიტეტის მერია ხატვის კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, საკონკურსო ნამუშევრების (ორიგინალების) წარდგენის ვადა 10 დეკემბერს იწურება.

„ნამუშევრთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში (გორი, გრიგოლ ფერაძის ქ. #5) წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაციაც: ნახატის ავტორის სახელი და გვარი, ასაკი და მისი კანონიერი წარმომადგენელის ტელეფონის ნომერი. გარდა ამისა, გეტყვით, რომ ბავსვებს შეულიათ საკონკურსოდ შემოგვთავაზონ შემდეგი თემატიკის ნამუშევრები: ჩემი ოჯახი; წელიწადის დრო; მე და ჩემი მეგობრები; ჯანსაღი ცხოვრება; COVID 19-ის პანდემია; რა არის ძალადობა. ამავდროულად, ბავშვებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავისუფალი ნამუშევარიც“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში.

GMnews-ის ინფორმაციით, საუკეთესო ნახატები საინფორმაციო მასალაზე და კალენდარზე განთავსდება. ცნობისთვის, საინფორმაციო მასალა და კალენდარი ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ინიციატივით იბეჭდება.

კვირის ამბები