საზოგადოება
06.12.2021 17:28
რუსეთში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამი გამოვლინდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა.

როგორც ცნობილია, კორონავირუსი სამხრეთ აფრიკიდან და მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთში დაბრუნებულ 10 მოქალაქეს დაუდასტურდა, აქედან ორი - „ომიკრონ“ შტამით დაინფიცირებული აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტი ნოემბერში გამოჩნდა და დაინფიცირების პირველი შემთხვევა სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა.

კვირის ამბები