გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ დროისთვის სრულად დისტანციურ სწავლებაზე 4 სკოლაა გადასული, - ამის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.
დღევანდელი მონაცემებით, სრულად დისტანციური სწავლება გრძელდება ოთარშენის, მეღვრეკისის, ხელთუბნის და ზემო ნიქოზის საჯარო სკოლებში.
„კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის გამო, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, სრულად დისტანციურ რეჟიმში გრძელდება სწავლა გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ოთხ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში - მეღვრეკისის, ხელთუბნის და ზემო ნიქოზის საჯარო სკოლებში. რაც შეეხება ცალკეულ კლასებს, გეტყვით, რომ ამ დროისთვის, 17 სკოლის 28 ცალკეული კლასი განაგრძობს დისტანციურ ფორმატში სწალას.
აქვე გეტყვით, რომ ინფიცირებულია გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 54 პედაგოგი და 210 მოსწავლე. კიდევ ერთხელ გავმეორდები და მოვუწოდებ მშობლებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, არ გაუშვან ბავშვი სკოლაში, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას“, - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა.