საზოგადოება
06.12.2021 12:19
2022 წლის იანვრიდან, 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის ოდენობით, 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის კი, 300 ლარით განისაზღვრება

მომავალი წლიდან პენსიის მოცულობა იზრდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. პრემიერის თქმით, ასევე გაიზრდება ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური დახმარებაც.
„მომავალ წელს იზრდება პენსიის მოცულობა. 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია. რაც შეეხება ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიურ დახმარებას,  22 ლარიანი და 44 ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე. კოვიდ19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი განსაზღვრულია 500 მილიონი ლარით. ასევე დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 114 მლნ ლარი გვაქვს გათვალისწინებული. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის კი, დამატებით 300 მლნ ლარი გამოიყოფა. ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21.8 მილიარდი ლარი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

კვირის ამბები