საზოგადოება
06.12.2021 11:35
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი

საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 1 177 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 867 071-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 809 830.

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 407 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა - 89, იმერეთი - 270, ქვემო ქართლი - 130, შიდა ქართლი - 83, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 66, მცხეთა-მთიანეთი - 36, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 808 საიდანაც 6 455 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 37 232 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კვირის ამბები