საზოგადოება
06.12.2021 11:31
დევნილებსა და ეკომიგრანტებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სჭირო ინვენტარი გადაეცათ

დევნილებსა და ეკომიგრანტებს სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.

„ამ ეტაპზე, ტექნიკა და ინვენტარი მცირე მეწარმეებსა და პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს გადავეცით. სააგენტოს დახმარებით, უკვე ასობით დევნილმა და ეკომიგრანტმა წამოიწყო ან გააფართოვა საკუთარი საქმიანობა, გაუჩნდათ შემოსავლის წყარო, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

GMnews-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, ჯამში, 400-მდე დევნილი და ეკომიგრანტი დაფინანსდა.

 

 

კვირის ამბები