საზოგადოება
06.12.2021 11:07
კერძო სკოლა ,,თამარიონი +“ გორში ვაკანსიას აცხადებს

კერძო სკოლა ,,თამარიონი +“ გორში  ვაკანსიას აცხადებს. საგანმანათლებლო დაწესებულებას საქმისმწარმოებელი ესაჭიროება.

მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 11 დეკემბერს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2022 წლის 10 იანვარია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს. დაინტერესებულ პირები, პოტენციურ დამსაქმებელს დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 555 24 01 30

კვირის ამბები