საზოგადოება
06.12.2021 09:40
6 დეკემბერს, გორის მუნიციპალიტეტში მზიანი ამინდია მოსალოდნელი - გაეცანით უახლოესი ერთი კვირის ამინდის პროგნოზს

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს, 6 დეკემბერს, გორის მუნიციპალიტეტში უანლექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი +2-ს.

მზიანი ამინდი და კვლავ +12 გრადუსია ნავარაუდევი 7 დეკმბერსაც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი დღეების განმავლობაში, 9 დეკემბრის გარდა, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძირითადად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 9 დეკემბერს კი, ნავარაუდევია ღრუბლიანობა და პერიოდულად წვიმა, ჰაერი კი +9 გრადუსამდე გათბება.

 

კვირის ამბები