საზოგადოება
03.12.2021 17:47
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამი ფრაქცია იფუნქციონირებს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 3 ფრაქცია შეიქმნა. რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატებმა კენჭისყრით აირჩიეს ფრაქციების თავმჯდომარეებიც.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე კობა ბერიანიძე იქნება; ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“-ს ბექა ქორჩილავა უხელმძღვანელებს, ფრაქცია „გორი საქართველოსთვის“ კი მამუკა ფანიაშვილის თავმჯდომარეობით იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოში მხოლოდ იმ რაოდენობის ფრაქციის შექმნაა შესაძლებელი, რამდენი პოლიტიკური ძალაც არის წარმოდგენილი. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამი პოლიტიკური პარტია შევიდა, შესაბამისად, გორის საკრებულოში მხოლოდ სამი ფრაქცია იფუნქციონირებს.  

კვირის ამბები