დღეს 2021 წლის 2 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულო პირველად შეიკრიბა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე, დეპუტატებმა თავმჯდომარე და მისი მოადგილეები აირჩიეს. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარის ერთ-ერთი მოადგილის პოზიციაზე, კოლეგებმა ბექა ლობჟანიძის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.
„ხმათა უმრავლესობით ამირჩიეს გორის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე, რაც ძალზედ სერიოზული პასუხისმგებლობაა ჩემთვის იმის პარალელურად, რომ მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველმა გამომიცხადა ნდობა. ამ ყველაფრის ფონზე, საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად, მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ბევრი სასიკეთო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს, - განაცხადა ბექა ლობჟანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბექა ლობჟანიძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის 2 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შედეგად შევიდა. გორის საკრებულოში, ლობჟანიძე კვერნაქის, ჭალის, ცენტრისა და წყაროსუბნის ადმინისტრაციულ ერთულებში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარული ოლქის წარმომადგენელია.