დარწმუნებული ვარ, საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა განაცხადა.
„გორის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო დღეს შეიკრიბა და ვესწრები პირველ სხდომას. დარწმუნებული ვარ, გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საკრებულოსთან, ეს თანამშრომლობა უკვე დაწყებულია, ამ ეტაპზე, ვმუშაობთ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე. ჩვენს მიერ წარმოდგენილი სამუშაო ვარიანტი საკრებულომ უკვე განიხილა და შენიშვნებით უკან დაგვიბრუნა. საბოლოო ვარიანტის განხილვა სავარაუდოდ 25 დეკემბერს გაიმართება. დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მჭიდრო თანამშრომლობით ბევრის გაკეთებას შეძლებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.