საზოგადოება
03.12.2021 15:27
სოფელ ქიწნისში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გორის მერი ადგილზე გაეცნო

სოფელ ქიწნისში მიმდინარე სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი ადგილზე დაათვალიერა გორის მუნიციპალიტეტის მერმა. ლადო ხინჩეგაშვილი მუშა პროცესს მოადგილესთან ერთად ესტუმრა და პროექტის მიმდინარეობის დეტალებიც მოისმინა.

აღნიშნულ სამუშაოებს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

„პროექტით გათვალისწინებულია ახალი ჭაბურღილის მშენებლობა, 2 მოქმედი ჭაბურღილის ამოწმენდა და 4 ლოკაციაზე ახალი 50 კუბურიმეტრი ტევადობის კოშკების მშენებლობა. ასევე, მოეწყობა 4 ახალი საქლორატორო და  24 კმ სიგრძის ქსელი. პროექტის მიხედვით დაგეგმილია წყალმზომი მრიცხველების მონტაჟიც. ამ ეტაპზე ახალი ჭაბურღულით უკვე სარგებლობს 250 ოჯახი, პროექტის დასრულების შემდეგ კი, სასმელი წყლის პრობლემა სოფელში აღარ იარსებებს“, - აცხადებენ გორის მერიაში.

გარდა ამისა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ქიწნისსა და სათემოში სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოებიც მოინახულა. როგორც ცობილია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული მინი მოედნების მოწყობა, მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

კვირის ამბები