საზოგადოება
03.12.2021 13:55
რა პროცედურებს ითვალისწინებს საკრებულოს დღევანდელი სხდომის რეგლამენტი

რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს პირველ სხდომაზე უნდა მოხდეს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევა, - ამის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ზაზა ნასყიდაშვილმა განუცხადა.

როგორც ნასყიდაშვილი აღნიშნავს, დღესვე მოხდება ფრაქციების, კომისიების და მათი შემადგენლობების არჩევაც.

„უკვე არჩეულია თავმჯდომარე და ახლა მიმდინარეობს მოადგილეების არჩევის პროცესი. შემდეგ, კანონმდებლობის მიხედვით, მოხდება ფრაქციების დაფუძნება, ფრაქციები კი, კვოტირების მიხედვით წარმოადგენენ კომისიების შემადგენლობას და შემდეგ უკვე მოხდება კომისიების და კომისიის თავმჯდომარებიის არჩევა“, - განაცხადა ზაზა ნასყიდაშვილმა.

კვირის ამბები