გორის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ სესიას გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრება. სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე, საკრებულოს უხუცესი წევრი, ბორის გოგიჩაიშვილი უძღვება.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 წევრისგან დაკომპლექტდა. რაც შეეხება მანდატების გადანაწილებას, ახლადარჩეულ საკრებულოში პროპორციული სიით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 13 წევრი შევიდა; 8 წარმომადგენელი ჰყავს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 3 წევრითაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს, 12 მაჟორიტარულ ოლქში 11 მანდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა მოიპოვა, 1 ოლქში კი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.
საბოლოოდ, გორის მუნიციპალიტეტის 36 წევრიან საკრებულოში 24 წევრი „ქართული ოცნებიდან“ გახლავთ, 9 - „ენმ“-დან და 3 წევრი პარტიიდან „გახარია - საქართველოსთვის“.