04.12.2019 11:57
გორის მუნიციპალიტეტის მთის სტატუსის მქონე 15 სოფელში მზის ელექტროსისტემების მონტაჟი მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში: საყავრეში, წითელწყაროში, ტამში, ხანდისში, გაიჩაანთ უბანში, იფნარაში, ფიცესში, ველებში, დრეში, დიდ ჭვარებში, ოჭიორაში, ლულში, ჭანჭახაში, საჯიანსა და მღებრიანში მზის ელექტროსადგურების მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულებაც 2 545 400 ლარია, 2020 წლის იანვრის ბოლომდე დასრულდება. შედეგად კი, მოსახლეობა ხარისხიანი ელექტრომომარაგებით ისარგებლებს და ტელევიზორის, მაცივრის, სარეცხი მანქანის, წყლის გამაცხელებლისა თუ სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენებას შეძლებს.
გარდა მზის ელექტროსადგურის სისტემების მონტაჟისა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, აბონენტი ელექტროგაყვანილობის სისტემების მონტაჟითაც უზრუნველყოს. მზის ბატარეებზე მწარმოებლის გარანტია 25 წელია, კომპანია კი, სისტემის გამართულ მუშაობას მონტაჟიდან 3 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.