საზოგადოება
03.12.2021 12:33
გასული ერთი თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტს 17 797 ვიზიტორი ეწვია
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს ცნობით, გასული ერთი თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტს 17 797 ვიზიტორი ეწვია.
„შიდა ტურიზმისა და კოვიდ პანდემიის პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სურვილი გასული ერთი თვის განმავლობაში 17 797 -მა ტურისტმა გამოთქვა. რაც შეეხება ტურიზმის სეზონის გახსნიდან დღემდე შემოსული ვიზიტორების მონაცემებს, მიმდინარე წლის მარტიდან ოქტომბრამდე პერიოდში გორის მუნიციპალიტეტს 111 667 ვიზიტორი სტუმრობდა. აქედან, ადგილობრივი დამთვალიერებელი -28 285, 83 382 კი უცხოელი გახლდათ,“ - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება გასული თვეების სტატისტიკას, გორის მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტული ობიექტებს მარტში - 1 654, აპრილში - 4 079, მაისში - 9 557, ივნისში - 11 670, ივლისში - 23 808, აგვისტოში - 22 505, სექტემბერში კი 20 577 ვიზიტორი სტუმრობდა.
კვირის ამბები