ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ვირუსით ინფიცირების 4 100 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 857 933-მდე გაიზარდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 397 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 799 850-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 67 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 12 258 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 658 შემთხვევა, აჭარა - 189, იმერეთი - 675, ქვემო ქართლი - 247, შიდა ქართლი - 401 გურია - 111, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი - 252, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 799, საიდანაც 6 550 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 636 პირი.