საზოგადოება
02.12.2021 16:39
,,იავნანაში“ დაბადებულმა ტყუპებმა სამშობიარო დატოვეს, კლინიკიდან გაწერამდე, ,,გორმედის“ ხელმძღვანელობამ შვიდშვილიან ოჯახს საჩუქრები გადასცა
„გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ სამშობიაროში დაბადებულმა ტყუპებმა - საბა და ზაზა კოპაძეებმა დედასთან ერთად „იავნანა“ დღეს დატოვეს. სამშობიაროდან გაწერამდე, ახალშობილებს, „გორმედის“ ხელმძღვანელობის სახელით, სამედიცინო ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა ეტლები და ჰიგიენის საშუალებები, ოჯახის უმცროსი წევრებისთვის კი, სხვა საჩუქრები გადასცა.
შეგახსენებთ, ცინცაძე-კოპაძეების ოჯახი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში ცხოვრობს. ოჯახს 7 შვილი ჰყავს: ნინო, სოფო, გურამი, პავლე, ბარბარე და ნაბოლარა ტყუპები - საბა და ზაზა.
ტყუპების დედის, 33 წლის ნათია ცინცაძის მიღება/მშობიარობა მეან გინეკოლოგმა გაგი ნადიმაშვილმა მართა ირინა ისპრიანცთან და ზაზა მირუაშვილთან ერთად, ნეონატოლოგი კი ნანა ხმიადაშვილი გახლდათ. განყოფილების უფროსი - ვასიკო სიმონია, სამედიცინო ცენტრის დირექტორი მეან-გინეკოლოგი პროფესორი დავით ქაჯაიაა.
კვირის ამბები