სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამაში, რომელიც 20 000 ლარამდე და 20 000-დან 100 000 ლარამდე ღირებულების ტექნიკის თანადაფინასებას ითვალისწინებს, განაცხადების მიღება განახლდა. სახელმწიფო პროგრამას, რომლიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში ხორციელდება, კოორდინაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს. ბიუჯეტი კი, 50 მილიონ ლარს შეადგენს.
„2021 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში 3,391 განაცხადია მიღებული. 20 000 ლარამდე - ღირებულების ტექნიკის თანადაფინანსების მოთხოვნით გაკეთებულია - 982 განაცხადი. 20 000-დან - 100 000 ლარამდე ღირებულების ტექნიკის თანადაფინანსების მოთხოვნით გაკეთებულია 2 004 განაცხადი. 100 000 ლარი და მეტი ღირებულების ტექნიკით თანადაფინანსების მოთხოვნით კი, 405 განაცხადია გაკეთებული. პირებს, რომლებიც აღნიშნული პროგრამით არიან დაინტერესებულები, ანგარიშის შესაქმნელად და განაცხადის გასაკეთებლად დეტალურ ვიდეო ინსტრუქციას შესაბამის ბმულზე: agrotech.rda.gov. ge შეუძლიათ გაეცნენ,“ - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.