სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის ვაკანსიას აცხადებს.
საგანმანათლებლო დაწესებულება I, II, III და IV კლასებში სამუშაოდ იწვევს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგს. შესაბამისი განცხადების მიხედვით, რომელიც სკოლის ადმინისტრაციამ უკვე განათავსა, დაინტერესებულ პირებს კვირაში 10 საათიანი სამუშაო დატვირთვა მოუწევთ, რისთვისაც საგანმანათლებლო დაწესებულებას 265-291 ლარიანი ანაზღაურება აქვს გათვალისწინებული.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონულად, ვებ გვერდის: pedagogi. ge (teacherjobs.ge)-ის მეშვეობით. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 14 დეკემბერია მითითებული.