საზოგადოება
02.12.2021 11:06
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 72 პაციენტი

ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 3 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 853 833-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 295 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 796 453-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 191 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%, ბოლო 14 დღის - 8.78% ხოლო 7 დღის - 8.53%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 491 შემთხვევა, აჭარა - 172, იმერეთი - 646, ქვემო ქართლი - 196, შიდა ქართლი - 327, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 328, კახეთი - 199, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 163, საიდანაც 6 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 1 674 პაციენტის მდგომარეობა, მათგან 379 პირი პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

კვირის ამბები