საზოგადოება
04.12.2019 10:48
მტკვრის სანაპიროზე, ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ, 92 მეტრიანი დამცავი კედელი შენდება

სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

იგეგმება 92 მეტრიანი დამცავი კედლის მშენებლობა. აღნიშნული სამუშაოებისთვის და სანაპიროს მოწყობისთვის 2 მილიონ ლაზრე მეტია გათვალისწინებული.

ნაპირსამაგრი კედლის სამშენებლო სამუშაოებს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი  მოადგილესთან, ერასტი ელიჯარაშვილთან ერთად გაეცნო.

გორის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება (თამარ მეფის, სტალინისა და სამეფო ქუჩები), რაც ხელს შეუწყობს ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების სწრაფ და შეუფერხებელ გადაადგილებას.

ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება რომელაშვილებისა და გურამიშვილის ქუჩის დამაკავშირებელი მონაკვეთის 370 მეტრიანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც.

კვირის ამბები