საზოგადოება
01.12.2021 17:53
გორის მერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიაში ჩაერთო

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, გორში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში შეხვედრა გაიმართა. არნიშნულ შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ამავდროულად, შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თავშესაფრის დირექტორმა ლამარა შაყულაშვილმა სტუმრებს სამუშაო სპეციფიკა და სამომავლო გეგმები გააცნო. მარეკ შჩიგელმა მადლიერება გამოხატა გორის ქალთა თავშესაფრისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ გაწეული საქმიანობისთვის.

როგორც შეხვედრაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ქალთა უფლებების დაცვა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიას მსოფლიოში 1991 წლიდან ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ისახავს მიზნად.

კვირის ამბები