სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა დღეიდან ისევ მხოლოდ რისკჯგუფისთვის იქნება უფასო.
როგორც როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე კვირა ყველასთვის უფასო იყო, მოსახლების აქტიურობა მაღალი არ ყოფილა.
ამავდროულად, გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინა ერთი, ან ორი დღე კიდევ უფასო იყოს ყველასთვის.
„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო არის ყველა რისკჯგუფისთვის. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ერთი კვირის განმავლობაში ვაქცინაცია ყველასთვის უფასო გახდა, თუმცა, რომ გითხრათ, ძალიან დიდი მოზღვავება იყო, ასე არ არის. მოზღვავება იყო მხოლოდ თბილისში. რამდენიმე საათის განმავლობაში დაწესებულებებში დეფიციტი იყო, თუმცა, შემდეგ ვაქცინები გადანაწილდა და ეს დეფიციტი აღმოიფხვრა.
ვაქცინაციის უფასო რეჟიმს მხოლოდ რისკჯგუფებზე დღეიდან ისევ დავუბრუნდით. დავაკვირდებით, როგორი იქნება მოთხოვნა. თუ ვნახავთ, რომ დიდი აქტიურობა არ არის, შესაბამისად, შემდგომ შესაძლებელია ისევ გამოვაცხადოთ ერთი ან ორი დღე - უფასო აცრები ყველასთვის. ასეთია დღეს სტრატეგია“, - განაცხადა გამყრელიძემ.