გორში, კვერნაქის დასახლების ტერიტორიაზე, რაზმაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, პროექტი მომავალ წელს დასრულდება.
„რაზმაძის ქუჩის საგზაო ნაწილი ინტენსიური ცვეთისა და ნალექების წყლის დინების შედეგად, დაზიანებული იყო და ვერ უზრუნველყოფდა როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით მოსიარულეთა ნორმალურ, უსაფრთხო გადაადგილებას. შესაბამისად, დაიგეგმა და ახლა უკვე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, 914 მეტრი სიგრძის გზა მოეწყობა. გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის მოწყობა ასფალტ-ბეტონის საფარით, ასევე, ეზოებში შესასვლელებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია. ამასთან, პროექტი გარდამავალია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოები 2022 წელს დასრულდება“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც გორის მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე გამოიცვალა სასმელი წყლის სიტემაც, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.