საზოგადოება
01.12.2021 11:58
პირველ დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შეძენილ იმუნოდეფიციტთან – აივ/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება (World AIDS Day). 

პირველად ეს დღე 1988 წელს, მას შემდეგ აღინიშნა, რაც მსოფლიოს ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრაზე აივ/შიდსთან დაკავშირებით სოციალური შემწყნარებლობისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის გაფართოების შესახებ მოწოდება გაისმა. 

თარიღი მსოფლიო საზოგადოების აივ–ინფექციის გავრცელებისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით დადგინდა, რამაც გლობალური პანდემიის მასშტაბები მიიღო და მსოფლიოს ყველა რეგიონი მოიცვა. 

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლოა „წითელი ბაფთა“. ეს ემბლემა 1991 წლის აპრილში ამერიკელმა მხატვარმა ფრანკ მურმა შექმნა, რომელიც შიდსით იყო დაავადებული და 2002 წელს 48 წლის ასაკში  გარდაიცვალა.

UNAIDS–ის მონაცემებით, მსოფლიოში აივ–ინფიცირებული 36,9 მლნ ადამიანია. მათგან 17,1 მილიონმა არ იცის, რომ ამ ვირუსის მატარებელია და მის გამოსავლენად აივ–ის ტესტირებას საჭიროებს, ხოლო 22 მილიონს, მათ შორის 1,8 მილიონ ბავშვს, აივ–ის მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდება. 

 

კვირის ამბები