ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 4 459 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 850 102-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 957 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 12 119 პირი ემსხვერპლა.
საქართველოში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 740 შემთხვევა, აჭარა - 186, იმერეთი - 843, ქვემო ქართლი - 257, შიდა ქართლი - 349, გურია - 136, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 358, კახეთი - 260, მცხეთა-მთიანეთი - 128, სამცხე-ჯავახეთი - 171, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 45 799, საიდანაც 6 545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმე პაციენტია 1 674 პირი.