საზოგადოება
01.12.2021 10:41
თუ რომელიმე ობიექტი „მწვანე ბარათების“ კონცეფციას არ დანერგავს, სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10 000 ლარს, ინდ. მეწარმისთვის - 2 000 ლარს

ახალი რეგულაციის ამოქმედების პარალელურად, შრომის ინსპექცია დღეიდან იწყებს აღსრულებას, ,,მწვანე“ სტატუსის მონიტორინგისთვის შექმნილი შესაბამისი კოვიდ აპლიკაცია რამდენად არის დანერგილი სხვადასხვა ობიექტზე.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, პირველი დღეები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის, შემდეგ კი, თუ რომელიმე ობიექტი არ დანერგავს „მწვანე ბარათების“ კონცეფციას, პირველ ეტაპზე სანქცია გათვალისწინებული იქნება ინდ. მეწარმისთვის 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირების მიმართ სანქცია გათვალისწინებულია 10 000 ლარის ოდენობით. განმეორება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

,,მინდა ინფორმაცია მივაწოდო ბიზნეს ობიექტებს, რომ თუ სისტემური იქნება დარღვევები და საერთოდ არ დანერგავს ესა თუ ის ობიექტი შესაბამის აპლიკაციას, შრომის ინსპექცია უფლებამოსილი იქნება, დროებით შეუზღუდოს ეკონომიკური საქმიანობა ამა თუ იმ ობიექტს. მინდა ხაზი გავუსვა ასევე, რომ ეს არ არის სადამსჯელო, აღნიშნული აპლიკაციები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანერგილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს, ერთის მხრივ, მოქალაქეების დაცულობა და ვირუსის გავრცელების პრევენცია, ხოლო მეორეს მხრივ, შევინარჩუნოთ ეკონომიკური მდგრადობა ბიზნესის ხანგრძლივი ოპერირებისთვის. ეს არის აპრობირებული და საკმაოდ კარგად დანერგილი მეთოდი ევროკავშირის ქვეყნებში“, - განაცხადა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები