დღეს, 1-ელ დეკემბერს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ნალექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი 0 გრადუსამდე დაეცემა.
დღის განმავლობაში მოსალოდნელია ქარიც 9 მ/წ. სიჩქარით.
ღრუბლიანობა, პერიოდულად მცირე ნალექი და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი გორში 2 დეკემბერსაც.
3 დეკემბრიდან 5 დღის განმავლობაში კი გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია ნავარაუდევი.