საზოგადოება
30.11.2021 19:30
1-ლი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე ბარათის“ სისტემა ამოქმედდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ,,მწვანე ბარათის“ სისტემა საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.

,,მწვანე ბარათის“ გარეშე მოქალაქეები ვერ შეძლებენ შესვლას შემდეგ ობიექტებზე: სასტუმროებში და განთავსების სხვა ობიექტებში - კვების ობიექტები: რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები (მათ შორის, სავაჭრო ცენტრებში არსებულ კაფე-ბარებსა და რესტორნებში), კინოთეატრებში, თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში, ოპერაში, გასართობ ობიექტებზე (სამორინეები და სათამაშიო დარბაზები), სპა ცენტრებსა და ფიტნეს დარბაზებში, ასევე, ,,მწვანე ბარათის“ არმქონე პირებისთვის დაშვებული არ არის სამთო კურორტების საბაგიროებზე შესვლა.

რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებს, აღნიშნულ ობიექტებზე შესვლა „მწვანე პასპორტის“ გარეშეც შეიძლება, თუმცა, მოლებში არსებულ კვების და გასართობ დაწესებულებებში შესვლისთვის „მწვანე ბარათის“ წარდგენა აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე ასაკის პირთათვის.

„მწვანე“ სტატუსის მქონე პირია: სრულად ვაქცინირებული; 72- საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე; 24-საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე; კოვიდ გადატანილი.

კვირის ამბები