60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება საბერძნეთში, არავაქცინირებული პირები კი თვეში 100 ევროს ოდენობით დაჯარიმდებიან.
საბერძნეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 60 წელს გადაცილებულ იმ აუცრელ პირებს, რომლებიც ვაქცინაციაზე ვიზიტს 16 იანვრამდე არ დაჯავშნიან, ჯარიმის სახით ყოველ თვეში 100 ევროს გადახდა მოუწევთ.
ცნობისათვის, საბერძნეთში, სადაც 11 მილიონმდე ადამიანი ცხოვრობს, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 63%, რაც საკმაოდ დაბალ მაჩვენებლად ითვლება.