საზოგადოება
30.11.2021 17:51
ხვალიდან, გორის თეატრში მხოლოდ „მწვანე ბარათის“ მფლობელი მაყურებელი დაიშვება

„ხვალიდან, პირველი დეკემბრიდან, გორის თეატრში შემოსასვლელად, სავალდებულოა წარმოადგინოთ კოვიდსაწინააღმდეგო აცრის დამადასტურებელი პასპორტი ან მობილური აპლიკაცია, ასევე, შესაძლებელია წარმოადგინოთ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის  ან სწრაფი ტესტის პასუხი, რომელიც გაკეთებულია ბოლო 32 საათის განმავლობაში“,- ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში განმარტავენ, მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებაა. 

ცნობისთვის, ხვალ, გორის თეატრში ფლორიან ზელერის პიესის - „ვაჟიშვილის“ (რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი) მიხედვით დადგმული, ამავე სახელწოდების  სპექტაკლის ჩვენებაა დაანონსებული. 4-5 დეკემბერს კი, ტრილოგიის მეორე ნაწილის - „მამა“ საპრემიერო ჩვენება გაიმართება.

 

კვირის ამბები