,,იავნანას“ სამშობიაროში ტყუპი დაიბადა, საბა და ზაზა კოპაძეების ოჯახს შვიდი შვილი ჰყავს, - ამის შესახებ ,,იავნანას“ ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
,,დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ სამშობიაროში ტყუპი დაიბადა,
საბა და ზაზა კოპაძეები თავს კარგად გრძნობენ, სულ მალე დატოვებენ ,,იავნანას“ და შინ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში ხუთ და-ძმას გაიცნობენ.
33 წლის ნათია ცინცაძემ ტყუპი ბიჭი ფიზიოლოგიური მშობიარობით გააჩინა. ცინცაძის მიღება/მშობიარობა მეან გინეკოლოგმა გაგი ნადიმაშვილმა მართა ირინა ისპრიანცთან და ზაზა მირუაშვილთან ერთად, ნეონატოლოგი კი ნანა ხმიადაშვილი გახლდათ. განყოფილების უფროსი - ვასიკო სიმონია.
ცინცაძე-კოპაძეების ოჯახს უკვე 7 შვილი ჰყავს: ნინო, სოფო, გურამი, პავლე, ბარბარე და ნაბოლარა ტყუპები - საბა და ზაზა.
დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ სამშობიაროში, მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით, 950-ზე მეტი ბავშვი დაიბადა. ,,იავნანა“ მადლობას გიხდით ნდობისთვის“, - აღნიშნულია ,,იავნანას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.