საზოგადოება
30.11.2021 12:46
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ დროისთვის ინფიცირებულია 68 პედაგოგი და 220 მოსწავლე - ნანა ტერმაკოზაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ დროისთვის 68 პედაგოგი და 220 მოსწავლეა ინფიცირებული, - ამის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.

დღევანდელი მონაცემებით, სრულად დისტანციურ სწავლებაზეა ორი სკოლა - ოთარშენის და გორის მეორე საჯარო სკოლები.

„კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის გამო, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, სრულად დისტანციურ რეჟიმში გრძელდება სწავლა გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ორ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში - ოთარშენის და გორის მეორე საჯარო სკოლებში. რაც შეეხება ცალკეულ კლასებს, გეტყვით, რომ ამ დროისთვის, 17 სკოლის 36 ცალკეული კლასი განაგრძობს დისტანციურ ფორმატში სწალას.

აქვე გეტყვით, რომ 28 ნოემბრის მონაცემებით, ინფიცირებულია გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 68 პედაგოგი და 220 მოსწავლე. კიდევ ერთხელ გავმეორდები და მოვუწოდებ მშობლებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, არ გაუშვან ბავშვი სკოლაში, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას“, - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

კვირის ამბები